გიორგობა
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. Join Us/შემოგვიერთდით : ●► Ganatlebis Sakhli Join Us/შემოგვიერთდით : ●► www.facebook.com/GanatlebisSakhli2000 Join Us/შემოგვიერთდით : ●► http://www.facebook.com/TeachingHystory Join Us/შემოგვიერთდით : ●►http://ganatlebissakhli.blogspot.com/ წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო. წყარო: ერთსულოვნება
Ganatlebis Sakhli GS The House of Education-ის სხვა ვიდეოები
03:15
დიდოსტატის მარჯვენა, მეფე გიორგის აღსარება
02:25
რაჭული "ქრისტე აღდგა" შესანიშნავი გოგონების შესრულ...
06:21
ჯვარცმა და აღდგომა (ქართულად)
05:44
What Most Schools Don't Teach These Billionaires -...
05:44
სოკრატე - სამართლიანობა თუ კანონის უზენაესობა
08:07
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013
06:45
დ გურამიშვილი, ვაი რა კარგი საჩინო...