სარჩევნო პროცესი ბათუმის #103 უბანზე

06/29/2014
Ajara TV-ის მიერ

ხელახალი არჩევნები ბათუმის #103 საარჩევნო უბანზე, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ უბნის შედეგები გააუქმა. 15 ივნისს #79 ოლქში, ცარიელი შემაჯამებელი ოქმები შევიდა, რაც მოგვიანებით შედეგების გაუქმების საფუძველი გახდა. აღნიშნულ უბანზე, განმეორებით კენჭისყრას კომისიის განახლებული შემადგენლობა ატარებს, რადგან ძველ წევრებს საოლქო კომისიამ, ადმინისტრაციული სასჯელი დააკისრა და დაითხოვა. საჩივრით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. გადაწყვეტილება ცესკოს არ გაუსაჩივრებია. რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ბათუმის #103 უბანზე და როგორ მიმდინარეობს სარჩევნო პროცესი, ბოლო ინფორმაციას მზია მართალიშვილი გაგვაცნობს, მზია გისმენთ.

ვიდეოები „Ajara TV"-ისგან