ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება

26.03.2020 01:17

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. Facebook :   / miaofgeorgia   Twitter :   / miaofgeorgia   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ ხუთი ბლოკპოსტი ფუნქციონირებს
04:24

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების მიმდებარედ ხუთი ბლო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბოლნისისა და მარნეულის მიმდებარედ, ხუთი ბლოკპოსტი ფუნქციონირებს
02:46

ბოლნისისა და მარნეულის მიმდებარედ, ხუთი ბლოკპოსტი ფუნქციონირ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კარანტინის მეხუთე დღე მარნეულსა და ბოლნისში
04:42

კარანტინის მეხუთე დღე მარნეულსა და ბოლნისში

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვები საგუშაგოა მოწყობილი
00:58

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში 12 საკონტროლო გამშვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვითარება საკარანტინო ზონებში
03:54

ვითარება საკარანტინო ზონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მთავრობის დადგენილება
00:36

მთავრობის დადგენილება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

COVID-19 - ვითარება ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო ზონაში
04:13

COVID-19 - ვითარება ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პირველი არხი მკაცრი კარანტინის ზონებში
01:03

საქართველოს პირველი არხი მკაცრი კარანტინის ზონებში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო