„საგანგაშო სტატისტიკა”- უფლებადამცველები ამბობენ, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ჩვეულ მოვლენად იქცა

03.02.2025 04:35

„ისევე როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა” - განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს დაკავებულები მოინახულა.

28 ნოემბრიდან დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, რამდენი სამართალდამცველის მიმართ დაიწყო გამოძიება, ან შეუჩერეს თუ არა რომელიმე მათგანს უფლებამოსილება.

უწყებაში არც იმას ამბობენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.

გაზიარება:
Paliani