ტყიბულში ორი პირი მიწის ჩამოშლის შედეგად დაიკარგა

ტყიბულში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს - მაშველები მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის ქვემოთ მოყოლილ ორ ადამიანს ეძებენ. ტყიბულის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ნახშირს ლიცენზიის გარეშე, უნებართვოდ, ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, მიწის მასა კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ ორი მოქალაქე იმყოფებოდა. შახტის ტერიტორიაზე დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები