კოსმოსი: მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი • Main-Sequence Stars

08/16/2023
George Kakhaber-ის მიერ

© ვიდეოს ავტორია ტელესკოლა: https://player.1tv.ge/2tv
ასტრონომიაში მთავარი მიმდევრობა — ვარსკვლავების უწყვეტი და განსხვავებული ჯგუფი, რომელიც ჩნდება დიაგრამებზე ვარსკვლავის ფერის სიკაშკაშესთან მიმართ. ეს ფერი-მაგნიტუდის დიაგრამები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამების სახელითაა ცნობილი, რომელიც ეხნარ ჰერცშპრუნგმა და ჰენრი ნორის რასელმა განავითარეს. ამ დიაპაზონში მდებარე ვარსკვლავებს მთავარი მიმდევრობის ან „ჯუჯა“ ვარსკვლავებს უწოდებენ.
ვარსკვლავი წარმოქმნის შემდეგ გამოიმუშავებს თერმულ ენერგიას მკვრივ ბირთვში, რომელიც თერმობირთვული სინთეზით წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის მეშვეობით ხდება. ვარსკვლავის სიცოცხლისას ამ ეტაპზე ყოფნის მანძილზე ის მოთავსებულია მთავარი მიმდევრობის გასწვრივ პოზიციაზე, რომელიც განისაზღვრება ძირითადად მისი მასით, მაგრამ ასევე დამოკიდებულია მის ქიმიურ კომპოზიციასა და სხვა ფაქტორებზე. მთავარი მიმდევრობის ყველა ვარსკვლავი ჰიდროსტატიკურ წონასწორობაშია, სადაც ბირთვიდან წამოსული გარე თერმული წნევა ბალანსირებულია გრავიტაციული კოლაფსის შიდა წნევით, ეს კი ვარსკვლავს დაშლისაგან იცავს. ბირთვში ენერგიის წარმოქმნის ტემპის ძლიერი დამოკიდებულება ტემპერატურასა და წნევაზე ეხმარება ვარსკვლავს ამ ბალანსის შენარჩუნებაში. ბირთვში წარმოქმნილი ენერგია გზას ზედაპირისკენ მიიკვლევს და ფოტოსფეროდან გამოსხივდება. ენერგიის მატარებელი ან გამოსხივებაა, ან კონვექცია, ეს უკანასკნელი კი ხდება იმ რეგიონებში, სადაც უფრო მკვეთრი ტემპერატურული გრადიენტი, მაღალი გაუმჭვირვალობა ან ორივე ერთადაა. მთავარი მიმდევრობა ზოგჯერ ზედა და ქვედა ნაწილებად იყოფა, რომელიც დაფუძნებულია დომინანტურ პროცესზე, რომელსაც ვარსკვლავი ენერგიის წარმოსაქმნელად იყენებს.
ზოგადად, რაც უფრო მასიურია ვარსკვლავი, მით უფრო მცირეა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მთავარ მიმდევრობაზე. როდესაც ბირთვში წყალბადის საწვავი გამოილევა, ვარსკვლავი ჰრ დიაგრამაზე მთავარი მიმდევრობიდან გადაინაცვლებს. ვარსკვლავის ქცევა დამოკიდებულია მის მასაზე. 0,23 M☉-ზე ნაკლები ვარსკვლავი პირდაპირ თეთრი ჯუჯა ხდება, ხოლო 10 მზის მასამდე ვარსკვალვები გადის წითელი გიგანტის ფაზას. უფრო მასიური ვარსკვლავები ზეახლად აფეთქდება ან პირდაპირ შავ ხვრელად კოლაფსირდება.