63
ხერსონში ადგილობრივები რუსული ძალების მიერ ქალაქის დაკავების გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდნენ. საპორტო ქალაქში, სადაც დაახლოებით 250 000 ადამიანი ცხოვრობს, რუსული ტანკები 2 მარტს შევიდნენ და 3 მარტს ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ხერსონი არის პირველი მნიშვნელოვანი ურბანული ცენტრი, რომელიც რუსული საოკუპაციო ჯარების კონტროლქვეშ მოექცა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მხარდამჭერი მიმართვა, სადაც ხერსონის მოსახლეობას მადლობას უხდის გმირობისთვის. „მამაცი ხერსონი არის შთაგონება მთელი უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის. ათასობით მშვიდობიანი მოსახლე გამოსულია რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად ქუჩებში, შეიარაღებული რუსი ჯარისკაცების პირისპირ. მოვუწოდებ ყველას მთელ მსოფლიოში, გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა უშიშარი უკრაინელების მიმართ, რომლებიც ახლა ხერსონში არიან“, - წერს „ტვიტერში“ დმიტრო კულება. ხერსონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
Standup Georgia | სადრო ცხადაძე - აიფონი ვიყიდე
Startupers
მთავარი 6 საათზე - 9.09.2023
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
იმედის კვირა - 10 სექტემბერი, 2023 წელი
TV IMEDI
[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები - სერ 40 სეზ 11
ჩემი ცოლის დაქალები
დღის სტუმარი 12:45 - 13.07.2021
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
გამაფრთხილებელი სიგნალის 3 ხელნაკეთი მოწყობილობა, რომლებიც თ...
Rupoti Geo
დღის სტუმარი 15:45 - 19.10.2020
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
“ახალი წმინდანები” გადაცემა #1 თემა: ძმები კარბელაშვილები
არბოს წმინდა გიორგის სამრევლო