2
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამერიკის ელჩმა კვლავაც უპასუხოდ დატოვა კითხვები, რომელიც ამერიკის დახმარებას შეეხებოდა. „საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ნებისმიერი საელჩო მასპინძელ სახელმწიფოში საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას ესწრაფვის, რაც სრულიად ბუნებრივია და ამისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს. მით უმეტეს, ეს ეხება ისეთ დიდ სახელმწიფოს, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც სხვა ქვეყნებში საკუთარი გავლენის გაფართოებისკენ სწრაფვა პოლიტიკის ძირითად ხაზად აქვს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქველმოქმედო ორგანიზაციაა და მას საქართველოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებს, მარტივი მანიპულაციაა,- ვკითხულობთ ხალხის ძალის განცხადებაში. მოძრაობის წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაციონალური მოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. აღნიშნულია წერილში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ulamazesi qartuli simgera ავამღერე სიყვარული ვაჟა მალაციძე
GeorgianMelodyქართულიმელოდია
მედია რენტგენი | რადიო "თავისუფლება" და მედია ინკვიზიტორების...
Temur Charelashvili
„ევროპის გუნდის“ პროექტები - ევროკავშირი 2023 წელს ორი ახალი...
TV IMEDI
ევროპის დღე 2023
TV IMEDI
ევროპის დღე 2023 - რა ღონისძიებებია დაგეგმილი ორბელიანის მოე...
TV IMEDI
ნინას არვინ ninas arvin ♛
From Georgia
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკიდურესად გაჭირვებული ქამადაძეების მძიმე ყოველდღიურობა საფრ...
TV 25