შეპირებული დეტალები ფესტას ფარგლებში განხორციელებულ ყველა აქტივობაზე და ასევე შეპირებული ვიდეო!
თქვენი სიკეთის და თანადგომის შედეგი!
ყველამ იცით უკვე Purple Zone-ის და K-pop Area • ქეიპოპ არეა-ს განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებზე და კონკურსზე❤️ უკვე ყველაფერმა ჩაიარა და ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელეთ, ახლა კი ყველა პროექტზე ვრცლად მოგიყვებით. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო სადაც გაერთიანებულია ყველა ეს პროექტი !
ასევე ნახეთ:
თვითერის პოსტის ლინკი- https://twitter.com/purplezone7/statu...
საქველმოქმედო აქტივობები იყო შემდეგნაირი:
1. თბილისში, მარჯანიშვილზე არის მიქაელ Მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი, რომლის წინამძღვარსაც, მამა ალექსანდრე გალდავას აქვს გახსნილი სასადილო, სადაც ყოველდღიურად უსასყიდლოდ აპურებს სოციალურად დაუცველ ხალხს. შეგროვებული თანხის პირველი ნაწილით ჩვენ წვლილი შევიტანეთ ამ კეთილი საქმის კეთებაში. შევიძინეთ ვიყიდით და მივიტანეთ ამ სასადილᲝში.
დღეს გვესაუბრა ამ სასადილოს მეპატრონე და ძალიან დიდი მადლობა გადმოგცათ ყველას!
2. ბათუმში არის ყავის მაღაზია \"მიშიკო\", სადაც მუშაობს ცერებრალური დამბლით დაავადებული მიშიკოს დედა, რომლის ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სწორედ ამ ყავის გაყიდვით შემოსული თანხაა. შემოსული თანხის მეორე ნაწილით შევიძინეთ სწორედ ამ მაღაზიის ყავები. ბათუმელი არმიმ ,ამ ყავები დაურიგა ქუჩაში გამვლელებს საჩუქრის სახით, გაუხალისეს და გაულამაზეს გამვლელებს ცხელი ზაფხულის დღე.
პოსტი ამ აქტივობასთან დაკავშირებით- https://fb.watch/64KEMz4oeN/
3. მესამე პროექტი იყო \"ARMY for Environmental Day\", რომელიც 5-6 ივნისს ჩატარდა ამ პროექტის ფარგლებში მაგ ორ დღეს არმიმ დაალაგა ბაღები, ეზები, სკვერები.
პოსტი ამ აქტივობასთან დაკავშირებით-https://www.facebook.com/PurpleZone06...
4. იოანე ნაცვლიშვილი, 17 ივნისს ხდება 1 წლის. მას ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე, ერთი ოპერაცია გაუკეთეს და დანარჩენი კვლევებისთვის და სავარაუდო ქიმიოთერაპიისთვის წაიყვანეს გერმანიაში, ჰაიდელბერგის კლინიკაში. სრული გამოკვლევების შედეგად აღმოჩნდა რომ ავთვისებიანი ნაწილი ამოიკვეთა სრულად პირველი ოპერაციის შედეგად, და ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიას არ საჭიროებს. ამჯერად ესაჭიროება მხოლოდ სიმსივნური მარკერების გადამოწმება, რომელიც ივლისში ჩაინიშნა, და დამატებითი პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება. იოანეს დასახმარებლად
გამოფენა გაიმართა მამა ანდრია ნაცვლიშვილის ინიციატივით, რომელიც იოანეს ბაბუაა და თავადაც მხატვარია. წარმოდგენილი იყო ისევე როგორც მამა ანდრიას ნახატები, ასევე სხვა ქართველი მხატვრების. ნახატების გაყიდვიდან შემოსული სრული თანხა იოანეს დახმარების ფონდში გადავიდა. ჩვენ ვიყიდეთ თეკლა მელაძის ნახატი 100 ლარად, და ჩვენი წვლილი შევიტანეთ პატარა იოანეს რეაბილიტაციაში. ნახატი გადაეცა მაღაზია კეიპოპ არეას მადლობის ნიშნად
5. კონკურსს რაც შეეხება თამამად ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით ჩაიარა და გამარჯვებულებს გადაცემათ არაჩვეულებრივი პრიზები! ერთ-ერთმა გამარჯვებულმა უკვე წაიღო ალბომი❤️ გამარჯვებულებს შეგეხმიანებით პირადში ❤️
პოსტი გამარჯვებულების შესახებ-https://www.facebook.com/108652787541...
დიდი მადლობა! თქვენს გარეშე ეს ყველაფერი წარმოუდგენელი იქნებოდა!!!
ყველაზე საამაყო ადამიანები ხართ! დამზადებული ვიდეო ასახავს ყველა ამ აქტივობას!
მეამაყებით და დიდი მადლობა!
ძალიან გვიხარია, რომ თქვენთან ერთად ვართ ამ პატარა იასამნისფერი სამყაროს ნაწილი!
პატივისცემით
Purple Zone-ის და Kpop Area-ს ადმინისტრაცია
Purple Zone Page Link: https://www.facebook.com/PurpleZone0613/
K-Pop Area • ქეიპოპ არეა Page Link: https://www.facebook.com/kpoparea22/
ფეისბუქ პოსტის ლინკი: https://www.facebook.com/108652787541...
purple zone purple you
#bea #mimi