ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი?
2012 წლის თებერვალში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ამ შემოქმედს გამოფენა მიუძღვნა, რომელიც საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბატონი საშას გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ცენტრის გახსნიდან დღემდე სწორედ მის გამოფენას ჰყავდა.
ეს ვიდეო ესსე გამოფენის კონტექსტშია გაკეთებული. მიხარია, რომ ამ დიდი შემოქმედის მსოფლმხედველობა და სიბრძნე დაფიქსირდა ამ ნამუშევარში. მნიშვნელოვანია, რომ არტარეა სწორედ ის კულტურული სივრცეა, რომლის მაყურებელი ალექსანდრე რეხვიაშვილს უფრო ახლოს გაიცნობს.
იმედი მაქვს ბატონი საშა კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას მოახერხებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს თავისი უნიკალური ხედვით.
@ ვატო წერეთელი
http://tbcartarea.ge