"Breaking News" #2 - ალექსანდრე რეხვიაშვილი
ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი? 2012 წლის თებერვალში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ამ შემოქმედს გამოფენა მიუძღვნა, რომელიც საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბატონი საშას გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ცენტრის გახსნიდან დღემდე სწორედ მის გამოფენას ჰყავდა. ეს ვიდეო ესსე გამოფენის კონტექსტშია გაკეთებული. მიხარია, რომ ამ დიდი შემოქმედის მსოფლმხედველობა და სიბრძნე დაფიქსირდა ამ ნამუშევარში. მნიშვნელოვანია, რომ არტარეა სწორედ ის კულტურული სივრცეა, რომლის მაყურებელი ალექსანდრე რეხვიაშვილს უფრო ახლოს გაიცნობს. იმედი მაქვს ბატონი საშა კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას მოახერხებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს თავისი უნიკალური ხედვით. @ ვატო წერეთელი http://tbcartarea.ge
Artareatv-ის სხვა ვიდეოები
ქუჩის აკადემია - გოგი ხოშტარია - "ფერწერის არსი და...
''თემა'' - ქეთი დევდარიანი
ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემა "წიგნები" -...
პოლიტარტი - ლევან ბერძენიშვილი
ლევან გიგინეიშვილი - პიროვნების დაბადება ვაჟას შემ...
რადიო "შოკოლადის" გადაცემა "წიგნები" - ლევან ბერძე...
განდევნილი შინაარსები - ლევან შატბერაშვილი
ლევან ბერძენიშვილი - ზღვა და ლიტერატურა (II ნაწილი...
მსგავსი ვიდეოები
"Breaking News" #3 - ბეთლემი
Artareatv
"Breaking News" #4
Artareatv
Breaking News
Artareatv
ავთანდილ ბერიძის ავტომობილი კვლავ აქტუალურია
TV4 BATUMI
რა სარგებელს ელიან ასოცირების ხელშეკრულებისგან მოქალაქეები...
TV4 BATUMI
Ep.149 ბიძინა გავაშელი
Fight Hop Podcast
კითხვის პროგრამები | ნაწილი 2 | ინგლისურის გამოცდისთვის მომზ...
Educare Georgia
როგორ მოვყვეთ კადრით ამბავს | მე-2 ლექცია
მედიააკადემია / Mediaacademy