სისხლის დაავადებები ბავშვებში - მშობელთა სკოლა

04/20/2017
Vian-ის მიერ

ხუთშაბათს, 20 აპრილს \"მშობელთა სკოლის\" მე-8 LIVE-სესია გაიმართა .

გაკვეთილის მთავარი თემა „სისხლის დაავადებები ბავშვებში“ იყო და მას მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თსსუ სრული პროფესორი ასმათ შენგელაია გაუძღვა.

პირდაპირი ეთერი ევექსისა და იაშვილის კლინიკის გვერდებზე განთავსდა.

გთავაზობთ გაკვეთილის ვიდეო-ჩანაწერს საიდანაც შეიტყობთ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სისხლის დაავადებების შესახებ. ასევე საშუალება გაქვთ მოისმინოთ მომხმარებლის მიერ დასმული კითხვები და ექიმის მიერ გაცემული პასუხები.

შეგახსენებთ, რომ მშობელთა სკოლის პირდაპირი ეთერი ყოველ ხუთშაბათს, 16:00 საათზე ევექსისა და იაშვილის კლინიკის ფეისბუქის გვერდებიდან ხორციელდება.

ვიდეოები „Vian"-ისგან