“ლისი ტრიო” - ინოვაციური მულტიფუნქციური კომპლექსი ლისის ტბაზე
10/24/2023
Business Media Georgia-ის
მიერ
35$ მლნ პროექტი ლისის ტბაზე. “ლისი ტრიო” ახალი მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც 60 000 კვ.მეტრზე შენდება და საცხოვრებელთან ერთად, საოფისე და კომერციულ ფართებს გააერთიანებს. ახალი კომპლექსი ამაშუკელის ქ #5 ხორციელდება და სამ 15 სართულიან კორპუსს, 200 საპარკინგე ადგილზე გათვლილ ორ მიწისქვეშა სართულს გააერთიანებს.
პროექტის მიწისზედა ორი სართული კომერციულ ფართებს გააერთიანებს,, სადაც ჰიპერმარკეტები, საკვები და გასართობი ზონები განთავსდება. სამი სართული საოფისე ფართებს დაეთმობა, ხოლო მეხუთედან მეთხუთმეტე სართულის ჩათვლის საცხოვრებელი ბინებია დაპროექტებული.
კომპლექსში მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია სამი სახეობის: ზღვის, მარილის და ფინური სპა ცენტრი, ღია აუზი და სავარჯიშო დარბაზი. ასევე მოეწყობა სამუშაო სივრცეები, ღია და დახურული ზონები ბავშვებისათვის, კერძო საბავშვო ბაღი და რეკრეაციული ზონები. საცხოვრებელ სივრცეში იქნება სასტუმროს ტიპის ლობი, 24 საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და უსაფრთხოების უახლესი სისტემები.პროექტის ჯამური ინვესტიციაა 35 მილიონი დოლარი.
სტუმარი: შალვა ლიპარტელიანი - “ლისი თაუერსის” დამფუძნებელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად