ბათუმის #103 და ქობულეთის #34 საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება
06/28/2014
Ajara TV-ის
მიერ
ხვალ ბათუმის #103 უბანში განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. ამომრჩევლები ამჯერად მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატობს კანდიდატს აირჩევინენ. 10 კანდიდატიდან რეალურ ოპონენტებად „ქართული ოცნებიდან\" თეიმურაზ ყურაშვილი, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მარინა ჩიხლაძე მიიჩნევიან, რადგან არჩევნების პირველ ტურში მათ ყველაზე მეტი ხმები დააგროვეს.
განმეორებით არჩევნებს #106 უბნის კომისია ჩაატარებს, რადგან 103 უბნის კომისიის წევრებს ოლქმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა, რადგან არჩევნების პირველ ტურში კომისიის წევრებმა ოქმი ვერ შეადგინეს.
ხვალვე განმეორებითი კენჭისყრით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ქობულეთის #34 უბანზე აირჩევენ. ცესკო ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს, 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი, ისე ონლაინ-ჩატი და ონლაინ-ოპერატორი.