იაგო ხვიჩია - "კი გავხდით პარლამენტის წევრები, მაგრამ ის პარლამენტი არ არის. იქ შესვლა უხერხულია"
„მე და ჩემი პარტია ვართ ძალიან კონსტრუქციული ამ მოლაპარაკებების დროს, ისევე, როგორც დანარჩენი ოპოზიცია. ეს სიტყვები, რომლითაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც წესი, მოგვიწოდებენ, ჩემი აზრით, უფრო მიმართულია ხელისუფლებისკენ. მე არასდროს მითქვამს საქართველოს პარლამენტში შესვლა არ მინდა. პირიქით - მინდა შესვლა, არაფერი სახვეწარი არ მჭირს, უბრალოდ, სადაც გვეპატიჟებიან, ის ადგილი მართლა პარლამენტი უნდა იყოს. ამ ქვეყანაში, დამოუკიდებლობიდან 30 წლის მერე, მივიღეთ პარლამენტი, სადაც შესვლა უხერხულია. 4 წელი ვცდილობდით საქართველოს პარლამენტში შევსულიყავით. „გირჩი პარლამენტში!“ გვქონდა სლოგანი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პარლამენტი მოიპარეს. კი გავხდით პარლამენტის წევრები, მაგრამ ის პარლამენტი არ არის. იქ შესვლა უხერხულია და იცით, საზოგადოების წნეხი როგორი მოდის - ფეხი არ უნდა შეგიცდეს პარლამენტში, რადგან ადამიანები მიხვდნენ, სინამდვილეში რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ და არც არაფერს აკეთებს მის გამოსასწორებლად. ამიტომ შევედით ჩიხში, სადაც ოპოზიცია არაფერ შუაშია. ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციული და პირველივე დღიდან არჩევნების შემდეგ, კი იყო ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ ღია იყო ლაპარაკისთვის სულ. ხელისუფლება არ იყო ღია ლაპარაკისთვის“. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ მაჟორიტარებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი საბჭოთა კავშირის დროინდელ დეპუტატებს ადარებს: „ჩვენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს მიერ არჩეული 30 მაჟორიტარი მაჟორიტარი არ არის. ჩვენი მაჟორიტარები არიან ისე შერჩეული, როგორც საბჭოთა კავშირში მეჩაიე დეპუტატებს არჩევდნენ - ვიღაცის გემოვნებით და ერთპარტიულად“. ____________________________________ WEBSITE: https://www.girchi.com/ FACEBOOK: https://facebook.com/GirchiParty/ INSTAGRAM: https://instagram.com/girchiparty/ TWITTER: https://twitter.com/GirchiParty/
Girchi • გირჩი-ის სხვა ვიდეოები
ხელახალი არჩევნები საჭიროა იმ გარემოებების გამო, რ...
მეც მაინტერესებს რას აპირებენ ჩემი კოლეგები ოპოზიც...
საღი აზრი ეყოფა ინტელექტს მიმართოს და არა ძალას, ი...
ამ დიალოგის გადარჩენის სხვადასხვა გზები არსებობს,...
წერილი #3 - კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროს
საზოგადოების ყურადღება გვინდა მივიქციოთ ამ 7 საკი...
ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულ...
შეთანხმება იმ პოლიტიკურ სიგიჟეს დაასრულებს, რაც ბო...