ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

27.06.2017 02:32

კომპოზიტორს, დირიჟორსა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა. ამ ამპლუაში ის უნისეფს დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვასა და იმ ნეგატიური სოციალური ნორმების შეცვლაში, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მის საქმიანობაში ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook -   / musicboxgeorgia   Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge

გაზიარება: