მუსიკა ანიმაციაში - მარი მორჩილაძე
საგანი: მუსიკა კლასი: IV თემა: მუსიკა ანიმაციაში საკითხი: კინომუსიკის ცვალებადი ხასიათი და მისი მაყურებელზე ზემოქმედება პროგრამა: LMMS დავალების პირობა: ნახე შემოთავაზებული ნაწყვეტი მულტფილმიდან „მაუგლი“. ნაწყვეტიდან აღებული ხუთი კადრი (იხ.გვ.2) დაალაგე სწორი თანმიმდევრობით, შემდეგ კი მათ, ციფრული რესურსის, LMMS-ის გამოყენებით, შეუსაბამე სემპლები და აღადგინე ვიდეო ნაწყვეტის მუსიკალური თანხლება. ü ყურადღებით დააკვირდი ვიდეო ნაწყვეტს. შეგიძლია რამდენჯერმე გაიმეორო ჩვენება, უკეთ დამახსოვრების მიზნით; ü შეეცადე გონებაში აღიდგინო უკვე ნანახი მონაკვეთი, შემდეგ კი სცადე შემოთავაზებული კადრების დალაგება სწორი თანმიმდევრობით; ü სცადე შემოთავაზებული კადრები დააკავშირო გარკვეულ ემოციურ განწყობასთან; ü ციფრულ რესურსის, LMMS-ის, გამოყენებით დაალაგე მელოდიის სემპლები სწორი თანმიმდევრობით; ü შენს მიერ შერჩეულ ემოციურ განწყობას მიუსადაგე შესაბამისი ხმების სემპლები. ინსტრუქციები: პროგრამა LMMS -ში მულტფილმის კადრებს მიუსადაგე შესაბამისი სემპლები: ü დაალაგე მელოდიის სემპლები სწორი თანმიმდევრობით; ü დალაგებულ მელოდიის სემპლებს შეუსაბამე ხმების სემპლები. შეკითხვები: 1. ახსენი რა ზეგავლენას ახდენს მუსიკის ცვალებადი ხასიათი შენზე? 2. იმსჯელე რას შეიძლება გადმოსცემდეს ფილმის ეპიზოდთან არსებულ მუსიკალურ თანხლებაში თემების, განწყობების მონაცვლეობა? 3. შენი აზრით, რა მუსიკალური ხერხებით შეიძლება ცალკეული ეპიზოდის დახასიათება? 4. შეაფასე საკუთარი ნამუშევარი; ü შენი აზრით, რამდენად კარგად გაართვი თავი დასახულ ამოცანას? ü გვითხარი რატომ დაალაგე მელოდიის სემპლები ამ თანმიმდევრობით? ü რატომ ჩასვი ხმის სემპლები სწორედ ამ მონაკვეთებში? ü ხომ არ გაგიჭირდა ციფრული რესურსის „ LMMS “-ის გამოყენება? ü გაგიადვილდება თუ არა მომავალში მსგავსი დავალების შესრულება? სავარჯიშოს ლინკი: https://emis188-my.sharepoint.com/:f:...
კომპლექსური დავალების ბანკი-ის სხვა ვიდეოები
ნანა ნოზაძე - მასწავლებელთა კონფერენცია კომპიუტერ...
ნინო ფარტენაძე - მასწავლებელთა კონფერენცია კომპიუტ...
პირველი უცხო ენა - ინგლისური ენის დანართების მომზ...
დიალოგი ლიტერატურაზე - "ვეფხისტყაოსანი" - რუსუდან...
შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი - გადაცემა "დიალოგი...
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სიახლეები:...
ინკლუზიური განათლება - ინდივიდუალური სასწავლო გეგმ...
სინათლის და სითბოს წყაროები - ნინო კოკილაშვილი
მსგავსი ვიდეოები
სტუმარ-მასპინძელი_ნაწილი პირველი
გაგლო • Gaglo
#აკუსტიკა მუსიკა ჩვენი საყვარელი ანიმაციური ფილმებიდან
აკუსტიკა • Akustika • 1TV
#აკუსტიკა მოძრაობის თეატრის ბენდი - მუსიკა ანიმაციური ფილმიდ...
აკუსტიკა • Akustika • 1TV
#დღისკოდი რა როლს ასრულებს მუსიკა ანიმაციური ამბის თხრობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Komble - კომბლე - Music for Georgian animated Film
Miranda Shvangiradze Piano Music Covers
როგორ გავაკეთოთ თამაში? - პასუხი აქ [ანიმაცია]
Dumbo
უცნაური კვერცხი - ანიმაცია
გაგლო • Gaglo
გილოცავთ ხარებას!
Sui Cidi