✔ რევაზ ჭოხონელიძე / Revaz Tchokhonelidze / Revaz Chokhonelidze / Revaz Choxonelidze / 2013 წ.

22.04.2020 10:04

● სტუმრები: რევაზ ჭოხონელიძე და ოთარ ბლუაშვილი ● დაბადების თარიღი: 11 თებერვალი, 1938 წ. ● გარდაცვ. თარიღი: 6 ნოემბერი, 2014 წ. (76 წლის ასაკში) ● 1957 წლიდან ქართული ცეკვის თვითმოქმედ ანსამბლ "სალხინოს" მოცეკვავე(ხელმძღვანელი გ. დარახველიძე); 1965 წლიდან იყო რუსთავის ცეკვის ახალგაზრდა ანსამბლის მოცეკვავე–მსახიობი(ხელმძღვანელი რ.ხონელიძე, გ. დარახველიძე); 1967 წლიდან ანსამბლ "სალხინოს" ხელმძღვანელი, შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა ხალხური სიმღერის შემსრულებელთა ჯგუფი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით; 1971 წელს ანსამბლი "სალხინო" გადაკეთდა სახელმწიფო ანსამბლად და ეწოდა საქართველოს სახელმწიფო ვოკალურ–ქორეოგრაფიული ანსამბლი "რუსთავი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ქორეოგრაფი რევაზ ჭოხონელიძე); განახლებულ ანსამბლში მისი დადგმები: "ფრესკა"(საგალობლების თანხლებით), "ხორუმი"(სიმღერით), "საქორწინო სიუიტა", "ფშაური–ხანჯლებით"; მოღვაწეობდა როგორც მთავარი ქორეოგრაფი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში "ერისიონი"(სამხატვრო ხელმძღვანელი ჯ. ჭკუასელი); გადაღებულია დოკუმენტური კინოფილმი რევაზ ჭოხონელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II მიერ საუკუნის ქორეოგრაფად წოდებული. ● ჯილდოები, პრემიები და პრიზები ● 2006 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ● 2003 - საქართველოს სახელმწიფო პრემია ● 1997 - ღირსების ორდენი ● 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი ● 1980 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ● 1968 - საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი ● 1962 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VIII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი) ● 1959 - ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალი, ლაურეატი, ოქროს მედალი (ჰელსინკი) ● სიახლეები ქართული ცეკვის შესახებ: CHUB1NA.GE ● Georgian Dance News: CHUB1NA.GE https://www.facebook.com/chub1na.ge

გაზიარება: