მწვანე აფთიაქი

05/27/2020
Bio Farmacy-ის მიერ

მწვანე აფთიაქი , საიტი: https://Bio-Farmacy.com
ხერხემლის მკურნალობა. საიტი: https://atlasprofilax.ge/
(სახსრების მკურნალობა, პროსტატიტის მკურნალობა, სისხლის მკურნალობა, გულის მკურნალობა, ქოლესტერინის მკურნალობა, შაქრის - დიაბეტის მკურნალობა, ჰემოროის მკურნალობა, მეხსიერების და სხვა : ხალხური - ბუნებრივი მეთოდით )
მკურნალობა ბიო მცენარეებით და ხალხური მეთოდით, ბუნებრივი - ფიტო და ნატურალური პროდუქტები თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ფიტოთერაპია ეს არის მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომლის დროსაც სამკურნალო საშუალებებად მცენარეები გამოიყენება.
მრავალი მცენარე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ რიცხვს მიეკუთვნება არომატული ნივთიერებები , რომელთაგან უმრავლესობა არის ფენოლები (არომატული ნახშირწყალბადი) და ტანინები.
ფიტოთერაპია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სამკურნალო ღონისძიებათა ერთობლიობა მცენარეებიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.უნდა აღინიშნოს, რომ ფიტოთერაპია როგორც კლინიკური დისციპლინა, აუცილებლად გულისხმობს მკურნალობის პროცესს. როგორც ყველა კლინიკური მიმართულება ფოკუსირებას ახდენს ცოდნათა ერთობლიობაზე, უპირველესად ბიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით, სამკურნალო პროცესის არგუმენტირებულად ჩასატარებლად. თეორიული საფუძვლების ცოდნა აუცილებელი პირობაა ფიტოთერაპიის შესასწავლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ტერმინი ფიტოთერაპია და ფიტოპრეპარატები პირველად გამოიყენა ფრანგმა ექიმმა ანრი ლეკლერკმა (1870-1955). განმარტების თანახმად ფიტოპრეპარატები ეს არის სამკურნალო საშუალებები რომლებიც მიიღება უშუალოდ მცენარეული მასალისაგან: ბალახისგან, მთლიანი მცენარისგან (ფესვებისგან, თესლებისგან და სხვა) ან მისი ექსტრაქტებისგან და გამოიყენება სამკურნალოდ. თანამედროვე დროში ფიტოპრეპარატების მისაღებად დაახლოებით 500-ზე მეტი სახეობის სამკურნალო მცენარე გამოიყენება.
მცენარეების ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება ( და მითუმეტეს მათი კომბინირება) მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ამცირებენ სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების სივრცეს და მოცულობას, და მთლიანობაში ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე ზემოქმედებას. მწვანე აფთიაქი ზრუნავს თქვენზე - უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სამკურნალო მცენარე გარკვეულ დოზებში შხამიანია, ამიტომ მათი მიღება შეუზღუდავად და ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძველ დროში ადამიანები დაახლოებით 21 000 სახეობის მცენარეებს იყენებდნენ. კაცობრიობის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაში მცენარეები ადამიანების არა მხოლოდ კვების წყარო იყო , არამედ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში.
ფოტოთერაპია , როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო ღონისძიება უპირველესად უნდა განიხილებოდეს პროფესიონალურ სამედიცინო სფეროდ: უნდა გვესმოდეს , რომ მედიცინა ერთია. დაყოფა „ტრადიციული“ და „არატრადიციული“ პირობითია. ამ ტერმინების სხვაობა მხოლოდ ისტორიულ - ეთნოგრაფიულ ხასიათს ატარებს: ის თუ რამდენად დამახასიათებელია ეს მეთოდი მოცემული ადგილისთვის და როგორია კონკრეტული მხარისთვის მისი გამოყენების ისტორიული ტრადიციები.
თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპიისგან განსხვავებით , ფიტოთერაპია არ იყენებს სინთეტიკურ სუბსტანციებს, საღებავებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ კონსერვანტებს ან გენური ინჟინერიის პროდუქტებს. სწორად გამოყენების შემთხვევაში ის აღადგენს ორგანიზმის ჰარმონიას და აძლევს საშუალებას თავად გაუმკლავდეს დაავადებას გვერდითი მოვლენების გარეშე. მცენერეებით მკურნალობა „ფიტოთერაპია“ შეიძლება სრულიად საფუძვლიანად მივაკუთვნოთ მკურნალობის ბიოლოგიურ მეთოდს (ბიოთერაპიას), რადგან მოქმედება ხდება ბიოლოგიურ გარემოში , ბიოსაშუალებებით ბიოობექტებზე (ბიოსისტემებზე). ბიოთერაპიას ჩვენ განსაზღვრავთ როგორც ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქციის მიზანშეწონილ ბიომოდიფიკაციას, ყველა დონეზე საკუთარი რესურსებისა და ბიომატერიალების გამოყენებით.
ფიტოთერაპიას აქვს საკმარისად რეალური განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით გვაძლევს უფლებას განვიხილოთ ის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა. პრაქტიკულ მედიცინაში ფიტოთერაპია განიხილება ,როგორც მკურნალობის მეთოდი, თუმცა სწორი იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში ის განგვეხილა , როგორც სპეციფიკური მეთოდების კომპლექსი. ფიტოთერაპიული საშუალებების გამოყენება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობების ექიმებს.
ფიტოთერაპიას ხშირად მიაკუთვნებენ ხალხურ მედიცინას და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ ეს არის მკურნალობის არა მეცნიერული მეთოდი. ეჭვების გასაქარწყლებლად დავაზუსტოდ ტერმინის „სახალხო მედიცინა“ მნიშნელობა. ხალხური მედიცინა უნდა განიხილებოდეს , როგორც ცოდნის , უნარების, ტრადიციების, ჩვევების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ გარკვეული ტერიტორიის მაცხოვრებლები გამოსაჯანმრთელებლად, სამკურნალოდ და დაავადებების პროფილაკტიკისთვის.
მწვანე აფთიაქი , საიტი: https://Bio-Farmacy.com
ხერხემლის მკურნალობა. საიტი: https://atlasprofilax.ge/

ვიდეოები „Bio Farmacy"-ისგან