12-პუნქტიანი რეკომენდაცია - დეპოლარიზაციის გეგმა

12 პუნქტიდან კიდევ ერთი სადავო რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა, რომლითაც ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობების ჩამონათვალი იწყება. მწვავე დაპირისპირების ნაცვლად სწორედ პოლიტიკური თანამშრომლობა და ბრიუსელის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გარშემო ერთობლივი მუშაობაა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მთავარი გზავნილი და მოწოდება. თუმცა მთავარი პოლიტიკური ძალების ხედვები ერთმანეთისგან ამ შემთხვევაშიც მკვეთრად აცდენილია. მმართველი პარტიის თავმჯდომარეს დეპოლარიზება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ნეიტრალიზებით ესახება, ოპოზიციის ნაწილისთვის კი ამ მოთხოვნის შესრულების გზა ხელისუფლების ცვლილებაზე და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე გადის. საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის კი მაღალ პოლარიზაციას პირველ რიგში საკონსტიტუციო ცვლილებები და დაბალი საარჩევნო ბარიერი განმუხტავს. პოლიტიკური სპექტრი იმაზეც ვერ თანხმდება, ეკისრება თუ არა დეპოლარიზაციის პროცესში ხელისუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები