,,სამართლიანი არჩევნების'' მორიგი შუალედური ანგარიში ცნობილია
ეწვიეთ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ოფიციალურ საიტს http://trialeti.ge „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეხუთე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდსა და ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 29 სექტემბრამდე დაიწყო და მონიტორინგის დროსაც მიმდინარეობდა, ან მის შესახებ მონიტორინგის ვადებში გახდა ცნობილი. მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი; მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი; დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი; ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი; არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კაპმანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი; კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი; მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი; სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელს საქართველოში. ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის ფაქტები. „აღსანიშნავია 21 ოქტომბერს „ტვ პირველის“ მფლობელის მიერ გავრელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მის მამას უცნობი პირები საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოკვლით დაემუქრნენ. დამატებით, „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორი, ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტებს, როგორ გაეშუქებინათ საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო.
Trialeti TV-ის სხვა ვიდეოები
ცხინვალიდან გათავისუფლებული მამაკაცი გორის სამხედრ...
ხატია წერეთელის ახალი სიმღერის პრემიერა ექსკლუზიურ...
გურამ გულარაშვილის ულამაზესი სიმღერა, ტელეკომპანია...
რადიო ბლოგი- ქალების ჩართულობა, ნდობის აღდგენისა დ...
თრიალეთის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოხმაურება მოჰყვა
დრეს 22:00 ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
დღეს 22:00-ზე ნახავთ
მსგავსი ვიდეოები
წინასაარჩევნო დარღვევები ISFED-ის მეორე ანგარიშში
ISFED
მორიგი ბრიფინგი მედიაცენტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თვითმმართველობის არჩევნები 2021
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კო...
Ministry of Justice of Georgia
შალვა პაპუაშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 4 ნოემბერი, 2020 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster