"Breaking News" #6 - არტ ვილა გარიყულა

10/11/2012
Artareatv-ის მიერ

გარიყულა შიდა ქართლში, მდინარე თეძამთან, კასპის ახალქალაქის გაყოლებაზე მდებარეობს. არქეოლოგიის თანახმად მინიმუმ 3000 წლის წინ აქ უკვე ადამიანები ცხოვრობდნენ და თუნდაც ოქროს დახვეწილ ნაკეთობებს აწარმოებდნენ.

ყარამან ქუთათელაძე არის იმ მხატვრის სახელი და გვარი ვინც უკვე 15 წელია თანამედროვე ხელოვნების პირველ რეგიონალურ ცენტრს კურირებს გარიყულაში. მგონია, რომ ეს ინიციატივა განსაკუთრებით დაფასებას და მხარდაჭერას საჭიროებს სწორედ იმიტომ, რომ ის რეგიონალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

წლების განმავლობაში არტ ვილა გარიყულაში სამასამდე საინტერესო და ზოგიერთ ისტორიული მნიშვნელობის მხატვრის ნამუშევარი დაგროვდა. იდეაში ეს კოლექცია ახალი რეგიონალური მუზეუმის წინაპირობას წარმოადგენს.

იმედია მალე ეს ერთდროს საკვანძო სავაჭრო დასახლება (ახალქალაქი) ისევ შეიძენს ახალ და საინტერესო მნიშვნელობას. არტ ვილა გარიყულა არა უბრალოდ ერთი ცალკე მდგომი პროექტია, არამედ ბევრი სხვა რეგიონალური კულტურული ცენტრის საუკეთესო მაგალითი.

@ ვატო წერეთელი

http://tbcartarea.ge
http://www.garikula.org
https://www.facebook.com/garikula