The W get back

29.05.2016 06:25

/ thew.star   ედგარი მესამედ ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი. იყო საღამო. ლოცვები. ზარი. და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა, რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი. ენატრებოდა ფრთებს სითამამე უზრუნველობის, შენი სიშორის! მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე, ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის. და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი: საცაა, მოვა სიკვდილის წამი! ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარი და მივდიოდით ტაძრისკენ სამი. 1915 წელი

გაზიარება: