საქართველოს ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში
#მადლობა_ჩემპიონო_სიხარულისთვის 26 ოქტომბერს ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში - 19 წალმდე ასაკის, 120 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონი კოლეჯი „სპექტრის“ სტუდენტი თემურ სამხარაძე გახდა. კოლეჯი „სპექტრის „ სახელით თემურს ვულოცავთ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს . #ინტერვიუ_ჩემპიონთან #თემურსამხარაძის გამარჯვების ისტორია. როგორია სპორტის როლი თქვენს ცხოვრებაში? თემურ სამხარაძე : სპორტით რეალურად კოლეჯში სწავლის დროს დავინტერესდი. კოლეჯში, 2018 წლის საგაზაფხულო მიღების დროს , ჩემი მასწავლებლის, ლადო გორგილაძის რჩევით ჩავაბარე და ქობულეთის სოფელ #ჯიხანჯურიდან თბილისში წამოვედი პროფესიული განათლების მისაღებად. ვიცოდი, რომ „სპექტრში“ მოკლე ვადებში შემეძლო საერთაშორისო პროფესიული განათლება მიმეღო . მეცადინეობის პროცესი თეორიული და პრაქტიკული სამუშაშაოებითაა დატვირთული. დღის განმავლობაში თითქმის 4-6 საათს კოლეჯში ვატარებ. დრო და დრო შიდა სპორტულ ღონისძიებებშიც ვიღებ მონაწილეობას,თუმცა, სწავლის დაწყებიდან მალევე მივხვდი,რომ ძირითადი დრო უმეტესად თავისუფალი მრჩებოდა . ამიტომ, გადვაწყვიტე ცხოვრების ჯანსაღი წესისისთვის მეტი დრო დამეთმო და ვარჯიში 2019 წლის 18 თებერვალს, სპორტ კლუბ powerlifting gym - ში დავიწყე . ერთხელ , პირადმა მწვრთნელმა ლაშა სარალიძემ მითრა, რომ ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები საშუალებას აძლევდა , თუ სურვილი მექნებოდა ,სამჭიდში მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის მიგვეღწია . სწორედ ამ მომენტიდან გამიჩდა სპორტისადმი პროფესიული ინტერესი . ლაშას რჩევით , ჩემი სირვილით და ერთობლივი დიდი მონდომებით , 26 ოქტომბერს ძალისმიერი სამჭიდის საქართველოს ჩემპიონატში ,19 წალმდე ასაკის , 120 კგ. წონით კატეგორიაში გამართულ ღონისძიებაში #საქართველოს_ჩემპიონის_ტიტული მხვდა წილად. გულწრფელად მინდა ვთქვა , რომ ჩემი წარმატება , ჩემი მასწავლებელების ,პირადი მწვრთნელის ლაშა სარალიძის და იმ ადამიანების დამსახურუებაა , ვინც მოსამზადებელი პეროიოდის განმავლობაში ფიზიკურად თუ მორალურად დღემდე მხარში მიდგას . არასდროს დამავიწყდება კოლეჯში ის ემოციები და თანადგომა რაც, ჩემს ჩემპიონატში მონაწილეობას თან სდევდა. მგულშემატკივრობდნენ „სპექტრელები“ ,კოლეჯის დირექტორი, მასწავლებლები... ჩემპიონატის დღეს , ტიტულის მიღების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი ვისთანაც დავრეკე სიხარულის გაზიარებისთვის „სპექტრში“ ჩემი მასწავლებელი , მურმან გამეზარდაშვილი იყო. სკოლაში, კოლჯში და სპორტში მე, მასწავლებლებში ძალიან გამიმართლა. ისინი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები არიან .მათ ,გულიანად შეუძლიათ გაგიზიარონ ცოდნა და მოგცენ იმედი. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თემურ სამხარაძე : მარტის თვეში კოლეჯში სწავლას ვამთავრებ . ახლა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგად დავეუფლო შემდუღებლის პროფესიას , წარმატებით ჩავაბარო სადიპლომო გამოცდები და მივიღო 150 ქვეყანაში აღიარებული დიპლომი. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ ,რომ ჩემს პერსპეაქტივას უსვამს ხაზს , არამედ იმიტომ ,რომ მეც დავამტკიცო, საქართველოშიც შესაძლებელია მიიღო საერთაშორისო პროფესიული განათლება და იყო წარმატებული... რაც შეეხება სპორტს. 2020 წლის ,მაისში ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატში ვიღებ მონაწილეობას. კარგად უნდა მოვემზადო. #ჩემპიონისსურვილი:ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და მიზანია , რომ ამ დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს დროშა გავშალო და საქართველოს ჰიმნი აჟღერდეს. მადლობა გულშემატკივრობისთვის. 20.10.2019 #სპექტრში_სწავლობენ_ჩემპიონები www.spectri.org [email protected] (032) 240 16 87
კოლეჯი სპექტრი-ის სხვა ვიდეოები
უფასო პროფესიული კურსები
04:43
სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია
07:48
დილის ეთერი GDS-ზე სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიურ...
01:23
კოლეჯი "სპექტრი". პროფესიული გადამზადების პროგრამა...
00:14
საქართველოს ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში
03:06
ელექტრიკოსის პროფესია, როგორც ერთ-ერთი მოთხოვნადი
01:40
კონფერენცია კოლეჯში "სპექტრი"
26:27
თავისუფალი თემა - კოლეჯი "სპექტრი"
მსგავსი ვიდეოები
ჭაბუკა ჭიღლაძე - Strong man-ზე, რეჟიმზე და ბოდიბილდინგზე
Mikheil Shani
საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში - 7 წლის ბარბარე შონია
TV IMEDI
#ახალიდღე საქართველოს ჩემპიონი და სუპერლიგის გამარჯვებული „დ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ჩემპიონი კონტაქტურ კარატეში ოზურგეთელი ანდრო სად...
guriatv
საქართველოს ჩემპიონი კარატეში(2)
eka jiqia
სამბისტი ბექა ბერძენიშვილი
samkhretis karibche
საქართველოს ჩემპიონი კარატეში(1)
eka jiqia
საქართველოს ჩემპიონი 2020 RONI / QARTULI NAGAZI / TATA / და...
Georgian FANG