26 კოსტიუმით, ლაღიძის წყლებისა და ფენოვანი ხაჭაპურების გამასპინძლებით ძველი თბილისის ატმოსფერო შექმნა დიზაიენრმა ანუკი არეშიძემ. მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა ამჯერადაც ტრადიციულად ფერადი კოლექცია წარმოადგინა. ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ქალი განსაკუთრებით ბრჭყვიალა და ნათელია. მისი კოლექცია მთლიანად თბილისს მიეძღვნა, მოდელებს კი სამოსის ჩვენება იმ უკვდავი მუსიკალური ნაწარმოების ფონზე მოუწიათ, რომელიც კინოფილმიდან „ყვავილი თოვლზე“ ყველას კარგად ახსოვს. მიხვდებოდით ალბათ, რომ რევაზ ლაღიძის მუსიკამ, „ინათებს მალე“ კოლექციის კონცეფცია კიდევ უფრო გამჭირვალე და გასაგები გახადა. თბილისით არა, მაგრამ რუსეთით შთაგონებულმა გიორგი შაღაშვილმა გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის ქალი მატრიოშკას როლში წარმოიდგინა და კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოადგინა. სწორედ ე.წ რუსული მატრიოშკას როლში მოსიარულე მოდელებმა გიორგი შაღაშვილის მიერ შექმნილი 43 კოსტიუმი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. ტრადიციულად დომინანტ შავ ფერთან ერთად კოლექციაში გამოყენებული იყო მწვანე ფერიც. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, თავისი კოლექციით მას კეთილი რუსეთის წარმოჩენა სურდა.
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები
________________________
Official Site - http://www.musicbox.ge/
MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478
Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia
Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge
#MusicBox #News #სიახლეები