ანუკი არეშიძის თბილისი და გიორგი შაღაშვილის კეთილი რუსეთი
26 კოსტიუმით, ლაღიძის წყლებისა და ფენოვანი ხაჭაპურების გამასპინძლებით ძველი თბილისის ატმოსფერო შექმნა დიზაიენრმა ანუკი არეშიძემ. მერსედეს ბენც მოდის კვირეულის ფარგლებში დიზაინერმა ამჯერადაც ტრადიციულად ფერადი კოლექცია წარმოადგინა. ანუკი არეშიძის გაზაფხული-ზაფხული 2019-ის ქალი განსაკუთრებით ბრჭყვიალა და ნათელია. მისი კოლექცია მთლიანად თბილისს მიეძღვნა, მოდელებს კი სამოსის ჩვენება იმ უკვდავი მუსიკალური ნაწარმოების ფონზე მოუწიათ, რომელიც კინოფილმიდან „ყვავილი თოვლზე“ ყველას კარგად ახსოვს. მიხვდებოდით ალბათ, რომ რევაზ ლაღიძის მუსიკამ, „ინათებს მალე“ კოლექციის კონცეფცია კიდევ უფრო გამჭირვალე და გასაგები გახადა. თბილისით არა, მაგრამ რუსეთით შთაგონებულმა გიორგი შაღაშვილმა გაზაფხული-ზაფხულის 2019 წლის ქალი მატრიოშკას როლში წარმოიდგინა და კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოადგინა. სწორედ ე.წ რუსული მატრიოშკას როლში მოსიარულე მოდელებმა გიორგი შაღაშვილის მიერ შექმნილი 43 კოსტიუმი დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. ტრადიციულად დომინანტ შავ ფერთან ერთად კოლექციაში გამოყენებული იყო მწვანე ფერიც. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, თავისი კოლექციით მას კეთილი რუსეთის წარმოჩენა სურდა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
ანუკი არეშიძის ინსპირაციად ქცეული ქართული დამწერლობა და ვიეტ...
Music Box
საქველმოქმედო აქცია მცხეთაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Tbilisi Fashion Week 2014 1st Day
Music Box
ანუკი არეშიძე: „რატომღაც უფრო მეტად ვნერვიულობ, როცა თბილის...
რადიო ფორტუნა FM 106.9 / Radio Fortuna FM 106.9
ანუკი არეშიძის ჩვენება აეროპორტში გაიმართა
TV IMEDI
ანუკი არეშიძის პირველი პერსონალური ჩვენება
Music Box
ანუკი არეშიძის ჩანთა, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია
TV IMEDI
ანუკი არეშიძის დედა - "კახამ ჩემს მეუღლეს თანამდებობის დატოვ...
TIAGE