ნონა ხიდეშელი- რა არის ფსიქოლოგია

27.11.2016 01:18:58

განათლების ლაბორატორია ედულაბმა, ფსიქოლოგ ნონა ხიდეშელის საჯარო ლექციას უმასპინძლა თემაზე “რა არის ფსიქოლოგია” ლექცია წარიმართა ედულაბის პროექტ #პროფორიენტირის ფარგლებში, რომლის მიზანია, თითოეულ აბიტურიენტს საშუალებას მიეცეს, უკეთ გაეცნოს იმ მიმართულებას, რომლის საფუძვლიანად შესწავლასაც აპირებს მომავალში. ამ მიზნის მისაღწევად, ედულაბის გუნდი გთავაზობთ სწავლების სხვადასხვა მეთოდს: ლექციებს, სემინარებს, პრეზენტაციებს, რომლებსაც წარუძღვებიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ, უშუალოდ მათგან მოისმინონ სიღრმისეული პასუხები პროფესიებთან დაკავშირებით.

გაზიარება: