Emergency Medical Service Center / სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი [ 89 Vazha P

03/23/2015
TBILISI.TV-ის მიერ

მდებარეობა: თბილისი, ვაჟა - ფშაველას გამზ. 89 ( IV კვ. 1 კორპ. )
Location: 89, Vazha Pshavela ave, IV Q. 1 BLDG, Tbilisi, Georgia

EMERGENCY CALL / გამოძახება : 112

24 საათის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 206 ეკიპაჟი თქვენს სამსახურში

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა და მმართველობაში საქართველოს ყველა რეგიონში არსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტი აიყვანა.
დღეისათვის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი დედაქალაქის გარდა ქვეყნის ყველა რეგიონსა და ადმინისტრაციულ ერთეულს, ჯამში კი 68 რაიონულ სამსახურს აერთიანებს. ამ დროისთვის მის დაქვემდებარებაში 85 სამედიცინო პუნქტი შედის, რომელიც ჯამში 3,200-მდე თანამშრომელს მოიცავს. პაციენტებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევას სსდ ცენტრის მიერ დაკომპლექტებული 217 ეკიპაჟი უზრუნველყოფს, რომელიც 868 ექიმისგან, ამდენივე ექთნისა და მძღოლისგან შედგება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საქართველოს მოქალაქეებს პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისს უფასოდ სთავაზობს. მის საქმიანობას მოსახლეობისთვის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა წარმოადგენს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მისიას მოქალაქეებისთვის პრე-ჰოსპიტალურ ეტაპზე პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად გაწევა წარმოადგენს.

http://moh.gov.ge/