ვანში სპეცილაური გამშვები პუნქტები მოეწყო


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈

ვანის საკარანტინო სივრცედ გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა ტარდება პრევენციული ღონისძიებები. მუნიციპალიტეტში მოსახლეობას პროაქტიული თერმოსკრინინგი უტარდება და მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები. რაც შეეხება სამეციდინო კლინიკას, სადაც ქალბატონი თავისი ინიციატივით მივიდა და რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კონტაქტები გამოკვლეულია და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული COVID-19-ით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არიან ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან