Fundraiser კომლი

05/11/2021
Fundraiser ge-ის მიერ

გახდით კომლის მხარდამჭერი: donate on: https://fundraiser.ge/campaigns/view/...
„კომლი“ არის თანაშექმნის სივრცე ადგილობრივი თემის წევრებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის. თანაშექნის იდეა ეფუძნება გამოცდილებით შექმნას, თანაცხოვრებას და თანაგანცდას, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა.


რა არის კომლი?
„კომლი“ არის თანაშექმნის სივრცე ადგილობრივი თემის წევრებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის.

თანაშექნის იდეა ეფუძნება გამოცდილებით შექმნას, თანაცხოვრებას და თანაგანცდას, სადაც შესაძლებელია ფიქრი, დაკვირვება, კვლევა, მუშაობა და ახალი ცოდნის თანა-შექმნა.

თანაშექნის სივრცე არის ცოცხალი ორგანიზმი, რომლის მიზანია ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილებების შექმნით, ინდივიდზე ორიენტირებული ზრუნვა კოლექტიურ ზრუნვად აქციოს. კომლი თემის წევრებთან და სტუმრებთან პარტნიორობით ამკვიდრებს \"თემთან ერთად\" მუშაობის პრინციპს.

კომლი ღიაა ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მკვლევრებისთვის, არტისტებისთვის და ორგანიზაციებისთვის, რომელთაც სურთ გამოიყენონ სივრცე შეხვედრებისთვის, კონსულტაციებისთვის და თავიანთი იდეების განხორციელებისთვის.



სივრცის ძირითადი ფუნქციები:

-სამუშაო სივრცე: თანაშექმნის სივრცე ადგილობრივ მოსახლეობას, ორგანიზაციებს, მკლევარებს და არტისტებს სთავაზობს სივრცის გამოყენებას შეხვედრებისთვის, გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტის/ნამუშევრის/წიგნის/კვლევის თანაშექმნისთვის;



-ჰოსტელი: თანაშექმნის სივრცეში ჩამოსული სტუმრები და ორგანიზაციები შეძლებენ ჰოსტელში დარჩენას ხელმისაწვდომ ფასად;



-სათემო და საგანმანათლებლო სივრცე: სივრცე დაეთმობა ადგილობრივი თემის ნებისმიერ ინიციატივას შესაბამისი შეხვედრების ორგანიზებისთვის; თანაშექმნის სივრცე ადგილობრივ თემს შესთავაზებს სხვადასხვა მომსახურებას, რაც მოიცავს ტრენინგებს, მენტორინგს, აქსელერაციის პროგრამებს და სხვა;



-უსაფრთხო და რეკრეაციული სივრცე: თანაშექმნის სივრცე არის უსაფრთხო ინტეგრაციის მიმართულებით ნებისმიერი დაინტერესებული ჯგუფისთვის, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, კონფლიქტში მყოფი ჯგუფები. თვითზრუნვა, კოლექტიური ზრუნვა და სხვადასხვა ფსიქო-სოციალური მომსახურება იქნება სივრცის როგორც გაყიდვადი, ისე უფასოდ მიწოდებული სერვისები შესაბამისი ჯგუფებისთვის;



პროექტის ეტაპები:
კომლი დროებით განთავსდება პარტნიორი ორგანიზაციის შენობაში, სადაც სერვისები ხელმისაწვდომი იქნება ივნისიდან.

კომლის მშენებლობა ივნისში იწყება, სწორედ აქ გვჭირდება დახმარება, ჩვენ გვაქვს სასტარტო კაპიტალი, რომელიც უნდა შეივსოს თანადაფინანსებით, რათა შევქმნათ სივრცე.

დაახლოებით წლის ბოლოსთვის განვიხილავთ კომლის ახალ შენობაში სტუმრების მიღებას და მათთვის სერვისების სრული პაკეტის შეთავაზებას

ვიდეოები „Fundraiser ge"-ისგან