"იმედის გმირების" დაჯილდოების ცერემონია


საქართველოს პრეზიდენტი : „თქვენ სამოქალაქო გმირობის მაგალითად იქეცით...თითოეული თქვენგანის ქმედება ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში დღეს შესაძლებელია ადამიანმა არამხოლოდ სიტყვებით გამოხატოს თავის ქვეყნის სიყვარული,არამედ თქვენი განსაკუთრებული ადამიანობით, ზოგჯერ სიცოცხლის რისკის ფასადაც\"

საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია „იმედის\" პროექტის „იმედის გმირების\" მონაწილეები მედლებით „სამოქალაქო თავდადებისთვის\" დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილმა სათითაოდ აღნიშნა ამ გმირების დამსახურება და განაცხადა, რომ თითოეული მათგანი თავგანწირვისა და ძალიან დიდი შრომის ფასად დაეხმარა და დღესაც ეხმარება ბევრ ადამიანს. დაჯილდოებულთა შორის საქართველოში მოღვაწე უცხოელი მოქალაქეებიც იყვნენ, რომლებიც ქვეყანაში კონკრეტული სფეროების განვითარებას უწყობენ ხელს. ერთ-ერთ მათგანს, შვეიცარიელ ქართველოლოგს თომას ჰოიზერმანს მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობაც მიანიჭა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი ჯილდოსთან ერთად გადასცა. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------

ვიდეოები „Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил"-ისგან