ელენე ჩანტლაძე - სახვითი ხელოვნება - #CreativeTwist

06/08/2022
Creative Industries Georgia ID-ის მიერ

მხატვარი ელენე ჩანტლაძე იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში ცხოვრობს.
ხატვა 50 წლის ასაკში დაიწყო, მანამდე კი შემთხვევითი საგნების ზედაპირებზე – ნაფოტებზე, ქვებზე, სამედიცინო დოკუმენტებსა თუ მუყაოს ნაგლეჯებზე ქმნიდა სახვით ობიექტებს. უსახსრობის გამო ნებისმიერ ხელმისაწვდომ მასალას იყენებდა. დრეს ელენე ჩანტლაძე ქვეყანაში, და ქვეყნის გარეთაც, ცნობილი ხელოვანია. მისი ნამუშევრები არაერთხელ გამოიფინა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

ვიდეო მომზადებულია იუნესკოს მიერ დაფინანსებული პროექტ \"შემოქმედებითი გარდასახვის\" ფარგლებში. პროექტის მიზანია შემოქმედებითი ეკონომიკის გაძლიერება, მისი პრიორიტეტიზაცია და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესის მამოძრავებელ ძალად ჩამოყალიბება. “შემოქმედებითი გარდასახვა: შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება” პირველი პროექტია საქართველოდან, რომელიც იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის მიერ დაფინანსდა. ვიდეო მომზადდა საქართველოს რეწვის ასოციაციის მიერ. (Tag) #creativetwistvideo #supportcreativity #creativetwist #unesco #creativegeorgia #ifcd #unesco #visualarts #EleneChantladze

ვიდეოები „Creative Industries Georgia ID"-ისგან