პოეტი დავით მაღრაძე გადაცემაში „იმედი LIVE“

27.03.2022 15:37

▪„დღეს არ არის საუკეთესო დრო უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების უსაფუძვლო და უსამართლო განცხადებებზე პასუხისთვის, თუმცა დანილოვის განცხადება გასცდა ნორმალური აღქმის ჩარჩოებს“ ▪„როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ სამშობლოს განცდა არ აქვთ, ესენი არიან პროექტის ხალხი - პატივმოყვარე, ანგარებიანი ადამიანები, რეალურად, ვეღარც უკრაინის მოქალაქეები არიან და ვეღარც - საქართველოსი, ისინი არიან პროექტის მოქალაქეები“ ▪„ჩვენმა ხელისუფლებამ რუსოფობიულ ისტერიკას ქმედითი ნაბიჯები ამჯობინა უკრაინის დასახმარებლად“ ▪„როცა ჩვენ თვალწინ ასეთი უბედურება ხდება, რომელი წესიერი და ჭკუათმყოფელი ადამიანის სულიერებაში შეიძლება დაიბადოს, რომ ეს მოგინდეს შენს სამშობლოშიც“ ▪„თუ ქართული საზოგადოება თავის სიმაღლეზე იქნება, ეს ხალხი პოლიტიკაში ცხოვრების გაგრძელებაზე ვეღარც იოცნებებს“ ▪„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა სახე არ დავკარგოთ - სახის შენარჩუნება ყველაზე მთავარი განსაცდელის დროსაა“ ▪პოეტი დავით მაღრაძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება: