მშრომელი - გიორგი მაზმანოვი

03/31/2021

მშრომელი - გიორგი მაზმანოვი

თანამედროვე სამყაროში შრომის ორგანიზება საფუძვლიანად შეიცვალა. ღირებულების წარმოების ცენტრში აღარ დგას ინდუსტრია. იგი იქმნება ფიზიკურ და გონებრივ შრომაში, მთელი საზოგადოების მონაწილეობით.

საქართველოში, შრომის ორგანიზების პროცესს განსაზღვრავს უმუშევრობის მაღალი დონე. მძიმე და დაბალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნისთვის ადამიანები ერთმანეთის კონკურენტებად იქცნენ. იდეოლოგია და პოპულარული კულტურა მალავს შრომას და მხოლოდ წარმატებაზე ლაპარაკობს. ის რუტინად ქცეულ კონკურენციას ჩვენი ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ძალად წარმოაჩენს.

მომსახურეობის სფეროში, სადაც ყველაზე ბევრი ადამიანია დასაქმებული, მძიმე ექსპლუატაციის ნაწილი არის ემოცური შრომა. კაპიტალი ახერხებს გრძნობების კომერციალიზაციას. მშრომელები ვალდებულები არიან მათი ემოციები დაემთხვეს ბიზნესისთვის სასურველ ქცევას.

ყველაფრის მიუხედავად, მშრომელები ახერხებენ სოლიდარობის ახალი გზების მოძებნას და ფიქრს ახალ ცხოვრებაზე.

გვიპოვეთ აქ:
Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli....
Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli...
Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​​​​

#მაუწყებელი
#მშრომელი

ვიდეოები „მაუწყებელი • Mautskebeli"-ისგან