გურმანია - არომატი მზის ☀ სხივით

21.05.2016 28:57

21 მაისი, 2016
☀ არომატი მზის სხივით - მზის ღვეზელი - ქათმით და ისპანახით; ფილოს ცომში გამომცხვარი ყაბაყი; ბოსტნეულის და სტეიკის სენდვიჩები.
☀ ქალაქგარეთ გასასვლელად მზად ვართ! ვახომ და თამთამ კარგი გამოსავალი მოძებნეს, რთულ კერძებს ბევრი წვალება სჭირდებაო და მარტივი, მცირე ზომის რეცეპტები მოიფიქრეს.
☀ თამთამ, ყაბაყი შეაზავა ნიგოზით და ნუშის ფქვილით, შემდეგ ფილოს ცომში მოათავსა და ეს "ერთლუკმა" ღვეზელები, ისე შეაპიწკინა ღუმელში.
☀ ვახომ, ბოსტნეულის და ხორცის სენდვიჩები მოგვიმზადა. ბადრიჯანი, ყაბაყი, წითელი და ყვითელი ბულგარული ცხელ ტაფაში მობრაწა და ლობიოს პიურესთან ერთად, გრილზე დახუხულ პურზე მოათავსა. საქონლის სტეიკიც გრილზე გამოაცხო, გახუხულ პურს მაიონეზის და მჟავე კიტრის სოუსი გადაუსვა და საკმაოდ ნოყიერი ხორცის სენდვიჩი ააწყო.
☀ თამთამ, კიდევ ერთი გასაყოფი კერძი გამოაცხო. მზის ღვეზელი - ქათმით და ისპანახით. ჯერ, რბილი ცომი მოზილა, შემდეგ ისპანახი და ქათმის ფილე ერთად მობრაწა და ბოლოს კერძს, ისეთი ფორმა მისცა, რომ გასასინჯად არც დანა, არც ჩანგალი და არც თეფში დაგვჭირდა.

გაზიარება:
Compania