მარცვლეულის კრიზისი და მსოფლიო ახალი გამოწვევის ზღვარზე

3 თვის წინ

მსოფლიო ქვეყნების ნაწილი შიმშილის კრიზისის ზღვარზე. რუსეთის მოულოდნელი გადაწყვეტილება საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება. მოსკოვი სამი თვის წინ ხელმოწერილი შეთანხმებიდან გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ათეულობით ქვეყნისთვის უკრაინული მარცვლეულის მიწოდება ისევ დაიბლოკება. შიმშილით შანტაჟი - ასე ფასდება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ივლისში თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა. რუსეთის საზღვაო ბლოკადის შედეგად შავი ზღვის პორტებიდან მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი კიდევ ერთხელ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს კი ყველაზე დიდ საფრთხეს განავითარებად ქვეყნებს უქმნის, რომლებიც მთლიანად უკრაინიდან მარაგდებიან. ომის დაწყების შემდეგ უკვე მეორედ შექმნილი სასურსათო კრიზისის დაძლევას კიდევ ერთხელ შეეცდება თურქეთი, რომელიც რუსულ მხარესთან კონსულტაციებს გეგმავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან