ფული ჯილდოა ბავშვისთვის? – ციკლიდან #Finოსოფიური დღიურები

10/09/2021
Finedu-ის მიერ

„ფული ჯილდოა ბავშვისთვის?“ – ციკლიდან #Finოსოფიური დღიურები

როდის და რა მოლოდინით ვაჯილდოვებთ შვილებს ფულით? მართლდება თუ არა ჩვენი მოლოდინები?სინამდვილეში რას „ვყიდულობთ“ - ბავშვის მოტივაციას თუ ჩვენს სიმშვიდეს?

\"Finოსოფიური დღიურები\"-ს მოწვეული სპიკერია ფსიქოლოგი და ტრენერ-კონსულტანტი ბავშვთა და მოზარდთა განვითარების მიმართულებით - ნინო ბუაძე.

00:00 - დასაწყისი/მისალმება;
01:40 - პრეზენტაცია - ფული ჯილდოა ბავშვისთვის?
24:05 - ჩემი შვილი საერთოდ აღარ ხარჯავს ფულს ის აგროვებს და აგრძელებს სხვისი ფულის ხარჯვას, რა ხდება ამ შემთხვევაში?
26:31 - რადმენად სწორია ბავშვის მატერიალური წახალისება კეთილი საქმის გამო?
29:05 - ვცდილობდით ბავშვისთვის შრომის ფასი გვესწავლებინა, ამიტომ ჯიდლოდ ფულს ვიყენებდით, იყო თუ არა სწორი ეს ქმედება?
31:50 - მშობლების ჩართულობა როგორც მატერიალური რესურსის მიმცემის, როგორი უნდა იყოს, როდესაც ბავშვი არამიზნობრივად ხარჯავს?
35:30 - რამდენად სწორია ბავშვისთვის ყოველთვიური \"ხელფასისებრი\" თანხის გაცემა და შემდეგ იმის კონტროლი თუ რაში დაიხარჯა თანხა?
38:27 - ბავშვი სულ უკმაყოფილოა, რომ არაფერს ვუსრულებ, რაც გააცნობიერეს ფულით, რომ ბევრი რამის ყიდვა შეუძლიათ, ყველას ხელში უყურებენ იქნებ მცირე სიურპრიზი მიანც მიიღონ, როგორ ვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში?
43:03 - დასასრული.

რუბრიკა „Finოსოფიური დღიურები“ ფინედუს ფეისბუქსაუბრების სერიაა, სადაც პერიოდულად, სხვადასხვა სპიკერი პირდაპირი (Live) ჩართვების საშუალებით სხვადასხვა ფინანსურ საკითხზე არასტანდარტული, ორიგინალური და საინტერესო კუთხით ისაუბრებს.

რუბრიკის მოსმენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, დასვან შეკითხვები ლაივის კომენტარებში და მიიღონ პასუხები სპიკერისგან.

#ჩემიფინანსურიმეგზური #ფინედუ #ფინანსურიგანათლება

ვიდეოები „Finedu"-ისგან