ნუცას და ლევანის მეორე #სეანსი (VI სერია)

07.12.2020

სრულიად ახალი ინოვაციური ფორმატის სერიალი #სეანსი მაყურებელს ფსიქოთერაპიის დამაინტრიგებელ და საინტერესო სამყაროში ამოგზაურებს. სერიალი ფსიქოთერაპიის ხუთ სხვადასხვა შემთხვევას განიხილავს, რომლებიც თერაპევტის კერძო კლინიკაშია გადაღებული ორშაბათი ნუცას დღეა… სერიალი „სეანსი“ საქართველოს პირველი არხის ეთერშია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 22:00 საათზე. „სეანსი“ HBO-ს In Treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო პროექტს მაუწყებელი „NOVA პროდაქშენთან“ ერთად ახორციელებს. ფსიქოლოგიურ დრამაში ძირითადი სიუჟეტი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ურთიერთობაზე არის აგებული. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც სერიალის გმირებს აწუხებთ. „სეანსის“ პირველი სეზონი 45 სერიისგან შედგება და მასზე რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა იმუშავა. მთავარ როლებს ასრულებენ: რეზო ჩხიკვიშვილი, ნინო კასრაძე, ნატალია ყულოშვილი, პაატა ინაური, სალომე თოფურია, კატო კალატოზიშვილი, გიორგი შარვაშიძე, ია სუხიტაშვილი, მიხეილ გომიაშვილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/seansi/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/InTreatmentS... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @1tv-series   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: