ვარდო მიქელაძე - სოფელ ღურტის ექთანი

მას შემდეგ რაც სოფლებსა და რაიონულ ცენტებში პირველადი დახმარების პუნქტები და ამბულატორიები გაუქმდა, პაციენტებს პირველად დახმარებას სოფლის ექთნები უწევენ. ვარდო მიქელაძე, რომელიც მე-9 წელია სოფელ ღურტის ექთანია საუბრობს სოფლის ექთნების მრავალმხრივ შრომაზე. ის ასევე გვიყვება მთიანი აჭარის ცხოვრებაზე. წელიწადის ამ დროს მთიან აჭარაში ბევრი ადამიანი მემთეურად არის წასული. მთაში შრომობენ სტუდენტები, რომლებიც სწავლის გადასახადისთვის აგროვებენ ფულს. ბევრი ახალგაზრდა ბათუმში მშენებლობაზე ეძებს სამუშაოს, ადგილობრივების ერთი ნაწილი გზების მშენებლობაზეა დასაქმებული. უმძიმესი შრომის მიუხედავად, ხელფასი ძალიან მცირეა და ბევრი საზღვრის მიღმა, თურქეთში, ეძებს სამსახურს. გვიპოვეთ აქ: Facebook: https://www.facebook.com/mautskebeli.... Instagram: https://www.instagram.com/mautskebeli... Web: http://www.mautskebeli.ge/​​​​ #მაუწყებელი​

მსგავსი ვიდეოები