„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“ - ყაველაშვილი

06.03.2023 00:34

„სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება“, — ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა “ხალხის ძალიდან” მიხეილ ყაველაშვილმა ენმ-ის წევრ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც მას ორი წიგნის წაკითხვა ურჩია. ხატია დეკანოიძე: მიშა, მე მაგალითად წავიკითხავდი 2 წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. მიხეილ ყაველაშვილი: არ გადამრიო, მართლა? წიგნი რა შუაშია? სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე, უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი სჭირდება და სინდისი სჭირდება. ვრცლად: https://netgazeti.ge/news/658360/

გაზიარება: