თორნიკეს ომის დღიურები უკრაინიდან

05/01/2023

თორნიკე გოგუაძე 🇺🇦 უკრაინის ომში მოხალისედ ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა. უკვე წელიწადი და ორი თვეა, ფრონტზეა.

მანამდე დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდა, მუშაობდა და ომი მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნანახი, მაგრამ როგორც გვიყვება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსვენება დაკარგა და წასვლის გადაწყვეტილებაც ძალიან მალე მიიღო.

მისთვის ამ ომში ბრძოლა საქართველოსთვის ბრძოლასაც უტოლდება და მეუბნება, რომ ომის დასრულებამდე იქ დარჩება. მერე კი, მერე ერთ ფურგონს იყიდის და მსოფლიოს შემოუვლის.
თორნიკე პირელივე დღიდან ყველაფერს იღებს და ამბობს, რომ ეს არქივი მოჰყვება მასზეც და მის თანამებრძოლებზე.

ეს ინტერვიუ რამდენიმედღიანი შესვენების პერიოდში, როტაციის დღეებში ჩავწერეთ. დღეს საღამოს თორნიკე უკან, ფრონტზე ბრუნდება.

00:00 შესავალი
2:05 როგორ წავიდა ომში
4:44 ომზე რა იცოდა
6:15 რთული წუატები
9:52 შიში
14:11 ეხლა შეიძლება დასრულდეს
16:16 თანამებრძოლის სიკცდილი
19:07 მტრის აღქმა
20:22 ომის საკვები
24:32 გმირობა, სიხარული, ოის ძმობა
28:50 უცხო ენა
30:54 ოჯახი
31:40 ომის მერე
32:22 როგორ მოყვები ომზე

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან