ლატლიიშდ - სვანი ქალების საწარმო უძველესი ტრადიციების შესანარჩუნებლად

© https://mtisambebi.ge/​​​​​​​​​ - „სვანური მარილი იმდენად მოთხოვნადია და ისე გაამარტივეს მისი დამზადება, მარტო სახელიღა შემორჩა მისგან. ასევეა სვანური ქუდიც - ლატალის თემში, რომელიც 10 სოფელს მოიცავს, მხოლოდ ერთი ადამიანია, სვანურ ქუდს რომ აკეთებს. ძირითადად თბილისიდან შემოაქვთ და აქ ყიდიან, მიმსგავსებულიც კი არ არის სვანურ ქუდთან. გაქრობისთვის არის განწირული სვანური საპნის დამზადების ტრადიციაც. სულ შეგვტკიოდა გული, მაგრამ ამ წუხილების გადაწყვეტა მოქმედებაში ვერ მოგვყავდა. კორონავირუსის პანდემიის დროს მოვიცალეთ ერთმანეთისთვის, სასაუბროდ და იდეების განსახორციელებლად“, - „ლატლიიშდ“ ასე ჰქვია მადონას, ნანოს, თამთას, ნინოს და მზიანას მიერ, სვანეთის სოფელ ლატალში დაფუძნებულ სოციალურ საწარმოს, რომელმაც მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

მსგავსი ვიდეოები