ვებინარი „ ადამიანის უფლებებისა და ომის სამართლის ურთიერთქმედება"


2022 წლის 2 ნოემბერს, 16:00 საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდა ვებინარი თემაზე „ადამიანის უფლებებისა და ომის სამართლის ურთიერთქმედება (მიმდინარე მოვლენები)“.

ვებინარზე მასწავლებლები გაეცნენ ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანაკვეთაში მოქცეულ უფლებებსა და ამ ორი დარგის ურთიერთშემავსებელ როლს.

ვებინარს გაუძღვა:
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო განათლების ექსპერტ-კონსულტანტი - ნინო გვარამაძე.

ვებინარის სტუმარი:
სამართლის დოქტორი, ალტე უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ნათია კალანდარიშვილი-მიულერი.

ვიდეოები „განათლების ელექტრონული სახლი"-ისგან