ფოლკლორის ცენტრის ვებგვერდზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია განთავსდა
09/18/2020
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ელექტრონულად 50-მდე წიგნი, 3500-ზე მეტი აუდიოჩანაწერი, ცენტრისა და სხვადასხვა არქივში დაცული უნიკალური ქართული გალობის ხელნაწერები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. მუშავდება ელექტრონული წიგნების ანდროიდ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველებს საკუთარ სმარტფონებში შეეძლებათ გაეცნონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების გამოცემებს: ქართული სიმღერის, გალობის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ფოლკლორის ცენტრის სიახლეების შესახებ ცენტრის ხელმძრვანელმა - გიორგი დონაძემ ,,იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა
იხილეთ ბმულები ფოლკლორის ცენტრის ვებგვერდიდან:
http://folk.gov.ge/category/lib
http://folk.gov.ge/category/audio
http://folk.gov.ge/category/audio-arc...