რომან აფაქიძის პოდკასტი/ცირა ბარბაქაძე - ენა, ადამიანის მართვის იარაღი თუ თავისუფლების წყარო


განსაზღვრავს თუ არა ენა ჩვენს აზრებს, ვართ თუ არა გამომწყვდეული \"ენის საპყრობილეში\", არის თუ არა ენა ადამიანების მართვისა და პროგრამირების წყარო - ამ საკითხებზე რომან აფაქიძის პოდკასტში ისაუბრა მწერალმა, სემიოლოგმა, მეცნიერებათა დოქტორმა - ცირა ბარბაქაძემ.

პოდკასტის ამ ეპიზოდში საუბარი შეეხო ასევე შემოქმედებითი, მეტაფორის ენის, როგორც საზღვრების დაძლევის საშუალების ანალიზს. როგორ მიმდინარეობს ენის ევოლუცია რიზომატული პარადიგმის ეპოქაში და არის თუ არა ენის ევოლუცია ამ ეპოქის შექმნის მიზეზი.

საუბარი შეეხო ასევე ენის ადამიანის პროგრამირების იარაღად გამოყენების პრობლემას ქართულ სკოლებში. როგორ ვიყენებთ ენას მოზარდებისთვის მზა ნარატივების მისაწოდებლად ნაცვლად იმისა, რომ ენა თავისუფალი აზროვნების წყაროდ ვაქციოთ.

============================
ჩვენი გვერდი პოდკასტებისთვის - https://anchor.fm/roman-afakidze/​
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური გვერდი ფეისბუქზე - https://bit.ly/2YwXB7L
ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ტელევიზიის გვერდი ფეისბუქზე -   / geolibtv  
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე: - https://cutt.ly/FzSNWX8

ვიდეოები „Change, You Can! / შეცვალე, შეგიძლია!"-ისგან