ცნობილია ვინ იქნებიან ,,ქართული ოცნების” დელეგატები იმერეთში


📌 გამოგვყევით Youtube-ზე http://bit.ly/M3GAtv 👈
საქართველოს პრემიერმა და მმართველი პარტიის სარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში \"ოცნების\" საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ირაკლი კობახიძის თქმით, იმერეთში პარტიის დელეგატები იქნებიან: ქუთაისში - მოქმედი დეპუტატი ზაზა ლომინაძე; წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი- გივი ჭიჭინაძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული- პაატა კვიჟინაძე, ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში წარდგენილი იქნება იმერეთის ფუბრენატორი ზვიად შალამბერიძე. დელეგატები პარტიის პროპორციულ საარჩევნო სიაში წარმოდგენილი კანდიდატები არიან, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქებში კამპანიის წარმოებაზე და უკვე არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე იქნებიან პასუხისმგებელი.

ვიდეოები „Mega TV - ტელეკომპანია მეგა"-ისგან