"ცივის ყველი" - კახეთიდან

08/31/2020
Business Media Georgia-ის მიერ

„ყველა ბიზნესი სადაც სიახლე არ არის, განწირულია კრახისთვის“- ასე მიიჩნევს სიუჟეტის რესპონდენტი გოჩა ღაღაშვილი, რომელმაც ბიზნესი თელავის რაიონში, სოფელ კურდღელაურში 2008 წლის კრიზისის შემდეგ, სახლის პირობებში სულგუნის გაკეთებით დაიწყო. შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად საწარმოში პროდუქციის მრავალფეროვნებაც გაიზარდა. „ცივის ყველის“ ბრენდის ქვეშ დღესდღეობით ორასამდე ნაირსახეობის ყველს აწარმოებენ. მეტიც, „ცივის ყველის“ სახელი საქართველოს ფარგლებსაც გაცდა. მართალია მცირე რაოდენობით, თუმცა ქართული საწარმოს პროდუქცია ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დუბაისა და ჩინეთში უკვე გაგზავნილია.

გოჩა ღაღაშვილი, \"ცივის ყველის\" დამფუძნებელი

#მხოლოდქართული #BMG #საქმიანიდილა

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან