ორი ბათუმი
რუსეთის დიდი სამხედრო ბაზა ჭოროხის ორივე ნაპირზე იყო განთავსებული. სხვა ქალაქებში არსებულ ბაზებთან კავშირით, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ქვეყნის ყოველდღიურობას. სამხედრო ბაზამ მთიანი აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა მოწყვიტა ბათუმს და სხვა ქალაქებს. რუსული სამხედრო ძალები არა მხოლოდ პოლიციურ ფუნქციას ასრულებდნენ, არამედ განაგებდნენ ვაჭრობას, სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანას, ბაზაზე იყო დასაქმებული მთიანი აჭარის მკვიდრთა დიდი ნაწილი. ბათუმში ყველაფერს საბჭოთა ბიუროკრატია ფლობდა, ზემო აჭარის მოსახლეობა იაფი მუშა ხელი იყო სამხედრო ბაზისთვის და ქალაქელი მესაკუთრეებისთვის. ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში რუსული სამხედრო ბაზის პერსონალის დიდი ნაწილი ადგილობრივებისგან შედგებოდა. სამხედრო ბაზა, ყოფილ საბჭოთა ბიუროკრატიასთან ერთად ისევ ყველაფერს განაგებდა. შენარჩუნდა უთანასწორობა. მცირერიცხოვანი კლანები უზარმაზარ ქონებას ფლობდნენ, ცხადია მათ რიგებში იყვნენ მთიანი აჭარის მკვიდრები, რომლებიც რეჟიმს გაურიგდნენ, მაგრამ უმრავლესობა აუტანელ სიღარიბეში და იზოლაციაში ცხოვრობდა. რუსეთის სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ, ყველაფერი ხელში ჩაიგდო პოლიციურმა რეჟიმმა და რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილმა მესაკუთრეებმა. ხალხი ისევ იაფი მუშა ხელი იყო. ათწლეულობით შრომა მშენებლობაზე ან მომსახურების სფეროში არ არის საკმარისი ბინის შესაძენად. ბათუმში მიწები და უძრავი ქონება ხელში ჩაიგდო მსხვილმა კაპიტალმა. სწორედ ამ დროს მოსახლეობა იწყებს ორგანიზებას და ბრძოლას მიწისთვის. ხალხი იკავებს მიტოვებული სამხედრო ბაზის ტერიტორიებს და სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ცხოვრობს. ნიშანდობლივია, რომ ადამიანები სახლდებიან ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რომელიც სამშენებლო ბიზნესისთვის ნაკლებად მომგებიან ადგილზეა. ამ სახლებიდან ისინი ყოველდღე მიდიან მშენებლობაზე, სერვისის სფეროში. ზოგჯერ დილის 5 საათზე, თურქეთის საზღვარს გადადიან და ჩაის კრეფაზე მუშაობენ. ბევრი სამუშაოდ პოლონეთში წავიდა. ოცნების ქალაქში უფრო მეტი ბავშვია. დედები და მამები საზღვარგარეთ მიდიან სამუშაოს საძებნელად. აჭარის მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირი ქალაქთან, თუმცა მსხვილი კაპიტალი, რომელიც უძრავ ქონებას მდიდრებისთვის აშენებს, ამ ადამიანებს იზოლაციაში ტოვებს. რუსული სამხედრო ბაზის ნანგრევებიც იმ ფუნქციას ასრულებს, რასაც ოდესღაც მოქმედი ბაზა. ოცნების ქალაქი ციხეა, რომელიც სეგრეგაციას განასახიერებს. მსხვილი კაპიტალი და ქალაქელი მეშჩანები მთიანი აჭარის მოსახლეობას დღემდე იზოლაციაში ტოვებენ. ავტორი: გიორგი არობელიძე ოპერატორი: ირაკლი ჯაფარიძე გვიპოვეთ აქ: Facebook: / mautskebeli.ge Instagram: / mautskebeli. . Twitter: / mautskebeli Web: https://www.mautskebeli.ge/
მაუწყებელი • Mautskebeli-ის სხვა ვიდეოები
ლალი ეფრემიძე ნამოხვანში მიმდინარე მოვლენების შემდ...
ილია ჭანტურია - "გემი დავლანდე"
სოფელი ზოდი განადგურების მოლოდინში
საძოვრის გარეშე დარჩენილი სოფელი/Otlaqsız qalan kə...
ცხოვრება ემიგრაციაში: ნანიკო ქურიძის ისტორია
კომპანიას მძღოლების ნახევარი მილიონი ევრო მართებს
გერმანიაში ქართველი მძღოლების გაფიცვა გრძელდება
გიორგი ზენაიშვილი: ტრაილერის მძღოლების გაფიცვა გერ...
მსგავსი ვიდეოები
ორი ბათუმი
info9 info99
VLOG#13 - ბათუმის ვლოგი/დღე 1
ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბათუმის ჯუნგლები /Batumi jungles
Movement
#ჩემი #ორი #ჭუკი #,ბათუმი #შემოდგომა #2022
Paata Abashidze
"სახიფათოდ თქვენი" დისკუსია თბილისის და ბათუმის ორი ახალი...
ჟურნალი ლიბერალი
გიორგი ხაჭაპურიძის ისტორია - მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძის ბო...
Georgia Official