ბოლო ორი კვირაა, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება

ბოლო ორი კვირაა, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება. ამის მიზეზი, სპეციალისტების განმარტებით, „ომიკრონის“ ახალ ქვეშტამთან ერთად, აქტიური ტურისტული სეზონია. ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ პირბადის მოხსნამ სხვადასხვა რესპირატორული ვირუსების გავრცელებასაც შეუწყო ხელი, რის გამოც კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია. იმისთვის, რომ შემოდგომაზე ეპიდვითარება არ გაუარესდეს, ექიმები მოქალაქეებს პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებენ. მთავარი რეკომენდაცია პირბადის ტარება, ხალხმრავლობისგან თავის არიდება და ბუსტერდოზით ვაქცინაციაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები