თანხა გადარიცხული აქვს აზარტულ თამაშებში, მოლებსა და პირად ანგარიშებზე - თამარ ზურაბაშვილი

8 თვის წინ

28 წლის ნ.ჯ. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე 17 მაისს დააკავეს. ნ.ჯ. დერცელის სკოლაში ბუღალტრის პოზიციაზე 2016 წლის 20 მაისიდან 2021 წლის 21 მაისამდე მუშაობდა. 2019 წლამდე მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ანაზღაურება 260 ლარს, ხოლო 2019 წლიდან 320 ლარს შედგენდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა სკოლის ანგარიშიდან პირად ანგარიშზე ჯამში 142 904.31 ლარი გადაირიცხა. პროკურორის თამარ ზურაბაშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, საქმეში თანამონაწილეებიც გამოიკვეთოს.

ვიდეოები „მეცხრე არხი ახალციხე"-ისგან